თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამით სიტყჳთა, მე ვჰგონებ, თუ სხუასაცა რასმე მოასწავებს, რამეთუ ნუუკუე მიცემასაცა მისსა განიზრახვიდეს ჰურიათა, და ამისთჳს თქუა, თუ: „ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს“, ესე იგი არს, ჟამი ჯუარ-ცუმისა და სიკუდილისაჲ, და რაჲსათჳს უწინარეს ჟამისა ისწრაფით მოკლვად ჩემდა?
იოანეს სახარება 7:6
5. ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.6. და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის.7. თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი.
იოანეს სახარება თავი 7