თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ სიბრმჱ და უგულისხმოებაჲ! შემდგომად ესეოდენისა ჟამისა და ესეოდენთა სასწაულთა და სწავლათა ჰკითხვენ: „შენ ვინ ხარ?“ ხოლო იხილე, რაჲ მიუგო უფალმან:
იოანეს სახარება 8:25
24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით?26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი.
იოანეს სახარება თავი 8