მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:24

23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური.24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით?
იოანეს სახარება თავი 8
24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გარქუ თქუენ: უკუეთუ არა გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა“ (8,24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუ ამისთჳს მოვიდა იგი, რაჲთა ცოდვანი სოფლისანი აღიხუნეს, ხოლო ესე საქმჱ თჳნიერ საბანელისა მის ნათლის-ღებისა არა იქმნების, საცნაურ არს, ვითარმედ რომელი ურწმუნო იყოს, იგი ძუელისა მის კაცისა სამოსლითა შემოსილი წარსლვად არს, რამეთუ რომელმან არა ინებოს მოკუდინებაჲ თავისა თჳსისაჲ სარწმუნოებისათჳს ღმრთისა და დაფლვაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ, იგი მოკუდეს მის თანა და წარვიდეს მას საუკუნესა მიღებად საშჯელისა ცოდვათა თჳსთა. ამისთჳს იტყოდა უფალი, ვითარმედ: „რომელსა არა ჰრწმენეს, იგი აწვე დაშჯილ არს“, არა ამისთჳს ოდენ, რომელ არა ჰრწმენა, არამედ ამისთჳსცა, რამეთუ წარვალს ტჳრთითა მით პირველთა ცოდვათა თჳსთაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის