თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს, ვითარმედ სამართლად ეტყოდა მათ, თუ: „პირველად, რამეთუ გეტყჳ თქუენ“. ესრეთ არა ისმენდეს თქუმულთა მათ. „ოდეს აღამაღლოთ ძჱ კაცისაჲ“, არა ჰგონებთა, ვითარმედ მაშინ განმეშორნეთ ჩემგან და მომკლათ მე? არამედ მე გეტყჳ, ვითარმედ: „მაშინ სცნათ უფროჲს, ვითარმედ მე ვარ“, სასწაულთა მათთჳს და აღდგომისათჳს და წარტყუენვისათჳს ქალაქისა ამის; რამეთუ ესე ყოველი კმა იყო გამოჩინებად ძალისა მისისა. და არა თქუა, თუ: მაშინ სცნათ, ვინ ვარ, არამედ: „მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ“, ესე იგი არს, ვითარმედ: რაჟამს მიხილოთ, ვითარმედ სიკუდილისაგან არაჲ მევნო, მაშინ სცნათ, ვითარმედ მე ვარ ქრისტე, ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, რომელსა ყოველივე მიპყრიეს, და რომელი-ესე არა წინააღმდგომ ვარ მამისა. და ამისთჳსცა შესძინა და თქუა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა ვიტყჳ“, ესე იგი არს, ვითარმედ: ორივე სცნათ, ძალიცა ჩემი და ერთობაჲცა ესე ჩემი, რომელი მაქუს მამისა მიმართ. რამეთუ სიტყუაჲ ესე განუყოფელობასა მისსა მოასწავებს, რომელ-ესე თქუა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა ვიტყჳ არარას“, რამეთუ არარას იტყჳს გარეშე ზრახვათა მათ მამისათა. რამეთუ რაჟამს დაეცნეთ მსახურებისაგან,...
იოანეს სახარება 8:29
28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ.29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
იოანეს სახარება თავი 8