თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს ესრეთ სიმდაბლისა კერძო მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, მაშინ მრავალთა ჰრწმენა მისი. და შენ ჯერეთ მკითხავ, თუ: რაჲსათჳს ესრეთ სიმდაბლით იტყოდა? რამეთუ ესე ცხადად გამოაცხადა მახარებელმან და თქუა, ვითარმედ: „ამას რაჲ იტყოდა იგი, მრავალთა ჰრწმენა მისი“. ვითარმცა ღაღადებდა განცხადებულად ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: ნუ შეშფოთნები შენ, ჵ კაცო, რომელსა ესე სიტყუანი გესმოდიან, უკუეთუ რაჲმე მდაბალი გესმეს; რამე-თუ რომელთა-იგი ეგეოდენისა მის სწავლისა მიერ არა ჰრწმენეს, თუ ჭეშმარიტად მამისა მიერ არს, ამისთჳს სიმდაბლისა სახითა ეტყოდა, რაჲ-თა დაირწმუნონ. და კუალად ესე შემდგომთა მათცა სიტყუათათჳს თქუა, რომელთა ეგულების თქუმად, რომელნი-იგი თქუნა უფალმან სიმდაბლისა სახითა. რამეთუ ირწმუნეს მათ, არამედ არა ირწმუნეს, ვითარცა ჯერ-იყო, არამედ ოდენ მცირედ რაჲმე განისუენეს სიმდაბლესა მას ზედა სიტყუათა მისთასა. რამეთუ გამოაჩინებს მახარებელი შემდგომთა ამათ სიტყუათა მიერ, რომელთა ეტყოდეს მას გინებით, ვითარმედ არა ერწმუნა ჯეროვნად; და ვითარმედ ესენი არიან, რომელთა შემდგომად ამისა კუალად აგინეს მას, რომელთა-იგი აწ ჰრწმენა, საცნაურ არს მისგან,...
იოანეს სახარება 8:30
29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
იოანეს სახარება თავი 8