მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:34

33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო?34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა.35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს.
იოანეს სახარება თავი 8
34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს ცოდვისაჲ“ (8,34).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ამის თავისუფლებისა-თჳს ეტყოდა მათ, რომელი ესევითარისა მონებისაგან იქმნების, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:

ჰომილია 17
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...1 კორ 3:22). და ამ მონობას იგი მოშურნეობით ემსახურება; რადგან ეს მონობა კი არ არის, არამედ თავისუფლებაზე უკეთესია. რადგან, ამბობს, ის არის მონა, ვინც ცოდვას სჩადის: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“ (). „უკუეთუ ვინმე სხუასა მოძღურებდეს და არა მოვიდეს სიცოცხლისა მათ მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა და ღმრთის მსახურებისა ამის მოძღურებასა ზედა, განლაღებულ არს, არარაჲ იცის“ ().

ამრიგად, უგუნურებაში ამაღლება ცოდნისგან კი არ ხდება, არამედ არცოდნისგან. რადგან ვინც ღვთისმოსაობისამებრ სიტყვები იცის, სწორედ მან იცის ზომიერებაც; ხოლო ვინც ჯანსაღ სიტყვებს იცნობს, ის არ სნეულდება. რადგან რაც სხეულებში ანთებაა, ის არის სულებში უგუნურება; როგორც იქ ანთებულს ჯანმრთელს არ ვუწოდებთ, ასევე აქაც ქედმაღლებს არ ვუწოდებთ ჯანმრთელებს. მაშ, შესაძლებელია, რომ კაცმა რაიმე იცოდეს და მაინც არაფერი იცოდეს;...

სრულად ნახვა