მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:40

39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით.40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი.
იოანეს სახარება თავი 8
40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას ჰურიათა: ჩუენ მამაჲ გჳვის აბრაჰამი. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა მამაჲ იყო თქუენი აბრაჰამი, საქმეთამცა მისთა იქმოდეთ. ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად“ (8,39-40).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა ზედაჲსზედა აჴსენებს მკლველობისმოყუარესა მას ნებასა მათსა, და აბრაჰამსცა აჴსენებს, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ შორს არიან ნათესავობისაგან მისისა, და რაჲთამცა ამაოჲ იგი სიქადული მათი აღმოჰფხურა და დაარწმუნა, რაჲთამცა არ-ღარა აქუნდა სასოებაჲ ცხორებისაჲ ჴორციელისა ნათესავობისა მისისა მიმართ, არამედ საქმითა ნათესავობასა ეძიებდენ; რამეთუ ესე საქმჱ იყო, რომელი აყენებდა მათ მოსლვად ქრისტესა, რომელ-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ აბრაჰამის ნათესავობაჲ ოდენ კმა არს მათდა საცხორებელად. ხოლო რომელსა ჭეშმარიტებასა იტყჳს აქა, ვითარმედ: „მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა, რომელი ჭეშმარიტებასა გეტყოდე თქუენ, რომელი მესმა მამისაგან“ (8,40)? ესე არს უკუე ჭეშმარიტებაჲ, რომლისათჳს ეძიებდეს მას მოკლვად, რომელი იტყოდა, ვითარმედ: სწორ ვარ მამისა თანა, და ამისთჳს ეტყჳს აქა, ვითარმედ არა წინააღმდგომ არს სიტყუაჲ ესე მამისა, არამედ ნებაჲ არს მისი ამას ზედა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის