თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ნათესავობისაგან აბრაჰამისა უცხო-ყვნა იგინი და არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, აწ უზეშთაესსა საქმესა შეჰკადრეს და ღმერთსა უწოდეს მამად მათა, რომელნი-იგი ქრისტეს ეძიებდეს მოკლვად, რამეთუ ღმერთსა მამად იტყოდა თავისა თჳსისა ჭეშმარიტებით, არამედ უფალმან ამისცა საქმისაგან უცხო-ყვნა იგინი და ჰრქუა:
იოანეს სახარება 8:41
40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი.42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
იოანეს სახარება თავი 8