მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:50

49. მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ.50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი.51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.
იოანეს სახარება თავი 8
50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა“ (8,50).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რომელი-ესე ვთქუ, რაჲთა არა იტყოდით ღმერთსა მამად თავისა თქუენისა, რომელნი-ეგე კაცისმკლველ ხართ და მტყუვარ. და რაჲცა-იგი ვთქუ, ყოველივე პატივისათჳს მამისა ვთქუ, და მისთჳს მესმის მე ესე ყოველი, და მისთჳს შეურაცხ-მყოფთ, არამედ არა ვზრუნავ მე გინებისა მაგისგან, რამე-თუ მის მიერ მოიღოთ თქუენ მოსაგებელი ამის ყოვლისაჲ, რომლისათჳსცა თავს-ვიდებ თქუენმიერსა შეურაცხებასა, ხოლო „მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა“. ამისთჳს მე არა გტანჯავ თქუენ, არამედ გასწავებ და განგაზრახავ, რაჲთა ჰქმნნეთ საქმენი ესე, რომელთა მიერ არა სატანჯველთაგან ოდენ განერნეთ, არამედ საუკუნესაცა ცხორებასა ღირს იქმნნეთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის