მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:51

50. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი.51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.52. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო.
იოანეს სახარება თავი 8
51. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“ (8,51).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო აქა არა სარწმუნოებასა ოდენ იტყჳს, არამედ საქმეთაცა კეთილთა, და ზემორე იტყოდა, ვითარმედ: „ცხორებაჲ საუკუნოჲ აქუნდეს“, ხოლო აქა იტყჳს: „სიკუდილი არა იხილოს“. და ამას თანა სხუასაცა საქმესა მოასწავებს, ვითარმედ ვერარას შემძლებელ არიან ვნებად მისა. რამეთუ უკუეთუ რომელმან სიტყუაჲ მისი დაიმარხოს, იგი არა მოკუდების, არა უფროჲსად იგი თავადი არა მოკუდესა? ხოლო მათ ესე ცნეს, ვითარმედ ამას მოასწავებს. ამისთჳს ეტყოდეს:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის