მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:53

52. იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო.53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი?54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო.
იოანეს სახარება თავი 8
53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ (8,53).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ ცუდადმზუაობრობაჲ ესე! კუალად ნათესავობისა მისისა მიმართ მიივლტიან! და ამას ადგილსა უფროჲსად სიტყუაჲ აქუნდა, თუმცა ეთქუა, ვითარმედ: ნუუკუე შენ უფროჲს ხარა ღმრთისა? ანუ რომელთა ესმეს სიტყუაჲ შენი, უმეტეს არიანა აბრაჰამისა? არამედ არა იტყჳან ამას, რამეთუ აბრაჰამისაცა უდარესად შეერაცხა იგი, ხოლო თავადმან ზემორე გამოაჩინა კაცისმკლველობაჲ მათი და ესრეთ უცხოყვნა იგინი მისისა მის ნათესავობისაგან. და ვითარცა იგინი მასვე ზედა ეგნეს, და კუალად თავადმან სხჳთა სახითა იწყო სიტყუად მათა მიმართ, რაჲთამცა უჩუენა, თუ ამაოდ შურებიან, და სიკუდილისათჳს არარაჲ ჰრქუა მათ, არცა გამოუცხადა და არცა ჰრქუა, თუ რომელსა სიკუდილსა იტყჳს, არამედ ჯერეთ დაარწმუნებს ოდენ, ვითარმედ აბრაჰამისა უზეშთაეს არს, რაჲთა ნუუკუე ესრეთ მოდრკენ, და ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუმცა უნდოჲ ვინმე კაცი ვიყავ, არა ჯერ-იყო მოკლვაჲ ჩემი, ვინაჲთგან ბრალი არცა ერთი რაჲ მიძღჳს; ხოლო ვინაჲთგან ჭეშმარიტსაცა ვიტყჳ და არცა ერთი ცოდვაჲ მიძღჳს და ღმრთისა მიერ მოვლინებულ ვარ და აბრაჰამისა უმეტეს ვარ, არა განცოფებულ ხართა და ამაოდ შურებით, რომელნი ეძიებთ მოკლვასა ჩემსა? ხოლო იხილენით...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის