თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა, ვითარმედ: „ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა აბრაჰამისა?“ და ფრიადისა მის უძლურებისა მათისაებრ არა ჰრქუა, თუ: ჰე, უზეშთაეს ვარ, არამედ ჴელოვნებით ყო სიტყუაჲ თჳსი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, თუ: „დიდებაჲ ჩემი არარაჲ არსო“? ვითარ არარაჲ არს დიდებაჲ მისი? გარნა მათა მიმართ არს არარაჲ, რამეთუ ვი-თარცა სხუასა ადგილსა იტყჳს: „წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“, და მათისა მის დაბრმობილისა გონებისათჳს თქუა იგი, ეგრეთვე ესე მათისა გულისსიტყჳსათჳს მიუგო, ვითარმედ: „არს, რომელი მადიდებს მე, რომელი თქუენ სთქუთ, თუ: ღმერთი ჩუენი არს, და არა იცით იგი“ (8,54-55). რამეთუ ენება ჩუენებად, ვითარმედ არა ოდენ მამად არა იციან, არამედ ღმრთადცა არა იციან იგი. „ხოლო მე ვიცი იგი. და უკუეთუ ვთქუა, ვი-თარმედ: არა ვიცი იგი, ვიყო, ვითარცა თქუენ, მტყუვარ“ (8,55). საცნაურ-ჰყოფს, ვითარმედ არა ესე არს ტყუვილ, თუ: „ვიცი იგი“, არამედ ესე, თუ: „არა ვიცი“, არს ტყუვილ. ხოლო თქუენ დაღაცათუ იტყჳთ, ვი-თარმედ: ვიცით იგი, სტყუვით, ეგრეთვე მე, უკუეთუ ვთქუა, ვითარმედ: არა ვიცი. არამედ ვითარცა მე ვიცი იგი...
იოანეს სახარება 8:54
53. ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი?54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო.55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას.
იოანეს სახარება თავი 8