მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 8:55

54. მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო.55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას.56. მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.
იოანეს სახარება თავი 8
55. და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა? მაშინ მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ჩემ თანა ეშმაკი არა არს“ (8,48-49).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ურცხჳნო არს უკეთურებაჲ და ფიცხელ, და რაჟამს სირცხჳლი ჯერ-იყოს, მაშინ უმეტესად ურცხჳნო იქმნების, რომელი-იგი ჰურიათაცა ზედა მოიწია. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ლმობიერქმნილ იყვნეს და განკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა და კადნიერებასა ზედა მისსა, ხოლო იგინი აგინებენცა და „სამარიტელ“ სახელ-სდებენ და „ეშმაკეულ“ და იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ რამეთუ რაჟამს მაღალი რაჲმე სიტყუაჲ ჰრქუას, სიცოფედ სახელ-სდებენ მას დაბრმობილნი იგი სრულიად, და-ღაცათუ არასადა უთქუამს მახარებელსა წინაჲსჯერ, თუ სამარიტელად ჰხადოდეს მას, არამედ სიტყჳსა ამისგან, რომელსა იტყჳან: „არა კეთილად ვთქუთა?“ ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ მრავალგზის უთქუამს მისდა „სამარიტელ“ და „ეშმაკეულ“. და ვინ-მე არს ეშმაკეული, რომელი ღმერთსა პატივ-სცემდეს, ანუ რომელი ღმრთისა პატივისმცემელსა შეურაცხ-ჰყოფდეს და აგინებდეს? ხოლო ისმინეთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის