თ ა რ გ მ ა ნ ი: წერილთაჲ არა ჯერ-არს გარეწარად კითხვაჲ, არამედ ფრიადითა მოსწრაფებითა, რაჲთა არა ვსცთებოდით, რამეთუ აჰა ესერა აქაცა საკჳრველებად მიჩნს, თუ ვითარ, თქუეს რაჲ, თუ: „ესე არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა იმარხავს“, კუალად ჰკითხეს მას, ვი-თარმედ: „რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ და არა იტყჳან, თუ: შენ რასა იტყჳ მისთჳს, რამეთუ დაჰჴსნა შაბათი? რაჲ ვთქუათ უკუე აქა, რამეთუ განმართლებისა მისისა სიტყუაჲ შესმენისა წილ დადვეს? გარნა ამას ვიტყჳ, ვითარმედ: არა იგინი არიან, რომელთა ესე ჰკითხეს, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არა ღმრთისაგან არს“, არამედ იგინი არიან, რომელთა თქუეს, ვითარმედ: „კაცი ცოდვილი ესევითართა სასწაულთა ქმნად ვერ შემძლებელ არს“. რამეთუ ენება მათი უმეტესად შერცხჳნებაჲ, და რაჲთა არავინ თქუას, თუ მას შესწევენ, ამისთჳს რომელი-იგი გამოცდილ იყო ძალსა მისსა, შორის შემოიყვანეს და ჰკითხეს. ხოლო იხილე გლახაკისა მის სიბრძნე, რამეთუ ყოველთასა უმჯობესად და...
იოანეს სახარება 9:17
16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის.17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს
იოანეს სახარება თავი 9