მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იოანეს სახარება 9:18

17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია.18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს?
იოანეს სახარება თავი 9
18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჰრწმენა მისთჳს ჰურიათა, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა, ვიდრემდე მოუწოდეს მშობელთა მისთა“ (9,18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: და იხილე, თუ რაოდენითა სახითა ჴელ-ყვეს სასწაულისა მის განქარვებად; არამედ ბუნებაჲ ჭეშმარიტებისაჲ ესრეთ არს, რომელ რაზომცა ენებოს ვის მისი დაფარვაჲ, უმეტესად გამობრწყინდების, რამეთუ ამათცა ჰურიათა ენება დაფარვაჲ მისი და ვითარმცა ნებსით ისწრაფდეს განცხადებად და გამობრწყინებად, ესრეთ იქმოდეს. რამეთუ პირველ ჰკითხეს მას, ვითარმედ: „ვითარ აღგიხილნა თუალნი შენნი?“ რაჲთამცა ბოროტი რაჲმე დასწამეს, ვითარცა სხუასა ადგილსა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „ბელზებული-თა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ; და აქაცა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „შაბათსა დაჰჴსნის“, და კუალად: „ცოდვილი არსო“.

ეჰა დაბრმობილნო! რაჟამს-იგი აღტყინებულ იყვენით გულისწყრომითა, არა გკითხა...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის