მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 1:11

10. განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად.11. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.12. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან.
იობი თავი 1
11. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მოწაფეთა სიმტკიცე და მოძღვრის ნუგეში:

...რადგან ის ბოროტი დემონი ღმერთს ეუბნებოდა: „ანუ არა შენ მოზღუდეა გარემო მისა და შინაგანი სახლისა მისისაჲ?" (). და კვლავ: „არამედ მიავლინე ჴელი შენი და შეახე ყოველსა, რავდენი-რაჲ აქუს. პირითა ღათუ გაკურთხევდეს." (). ასე სცდის იგი. თუ რამეს სუსტს დაინახავს, ხელს ჰკიდებს; თუ ძლიერს დაინახავს, განეშორება. და ამბობს: „და ცუდად იყოს შრომაჲ იგი ჩუენი." (). ყველამ მოვისმინოთ, როგორ იღწვოდა პავლე. მან არ თქვა: „საქმე", არამედ: „შრომაჲ იგი ჩუენი"; არც თქვა: „თქვენ დაიღუპებით", არამედ: „შრომაჲ იგი ჩუენი" (). ასე რომ, თუნდაც რამე მომხდარიყო, ეს მოსალოდნელი იქნებოდა; მაგრამ რადგან არ მოხდა, დიდია საკვირველება.

ამას ველოდით, ამბობს, მაგრამ საპირისპირო გამოვიდა; რად...

სრულად ნახვა