მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 2:4

3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.4. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი.5. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.
იობი თავი 2
4. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 127-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის შიში და სათნოების მრავალი გზა:

...რადგან დიდი საქმეა მადლიერება და სულიერი სიბრძნე, აგრეთვე სიმტკიცე, რომელიც ამდენ უბედურებაში იწვრთნება; და ეს ყოველივეზე დიდი ღვაწლია. ამიტომ იობიც გვირგვინდებოდა, და ამიტომ ეშმაკიც ამბობდა: „ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის“ (); „არამედ მიავლინე შენი ხელი და შეეხე მის ხორცს“ ().1 რადგან მცირე საქმე არ არის, ტკივილით შეჭირვებული სული აღვირით დაიჭირო, რათა არაფერში შესცოდოს. ეს არის მოწამეობის ტოლი, ეს არის სიკეთეთა მწვერვალი.

3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები

ამიტომ შენც, საყვარელო, როცა ხშირად სნეულება, ცხელება ან ტკივილები გიპყრობს და ტანჯვა გაიძულებს, რაიმე მკრეხელური თქვა, თუ თავს შეიკავებ, მადლობას შესწირავ და ღმერთს დიდებისმეტყველებას აღუვლენ, იმავე საზღაურს მიიღებ. მითხარი, რისთვის გმობ და მწარე სიტყვას წარმოთქვამ?...

სრულად ნახვა