...უბედურებაში იწვრთნება; და ეს ყოველივეზე დიდი ღვაწლია. ამიტომ იობიც გვირგვინდებოდა, და ამიტომ ეშმაკიც ამბობდა: „ტყავი ტყავისა წილ და რავდენი-რაჲ არს კაცისა, სულისა თჳსისათჳს მიუზღვის“ (); „არამედ მიავლინე შენი ხელი და შეეხე მის ხორცს“ ().1 რადგან მცირე საქმე არ არის, ტკივილით შეჭირვებული სული აღვირით დაიჭირო, რათა არაფერში შესცოდოს. ეს არის მოწამეობის ტოლი, ეს არის სიკეთეთა მწვერვალი.
3. მადლიერება ჭირში და დამატებული სიკეთეები
ამიტომ შენც, საყვარელო, როცა ხშირად სნეულება, ცხელება ან ტკივილები გიპყრობს და ტანჯვა გაიძულებს, რაიმე მკრეხელური თქვა, თუ თავს შეიკავებ, მადლობას შესწირავ და ღმერთს დიდებისმეტყველებას აღუვლენ, იმავე საზღაურს მიიღებ. მითხარი, რისთვის გმობ და მწარე სიტყვას წარმოთქვამ? განა ტკივილი ამით გიმსუბუქდება? რადგან თუნდაც ტკივ...