.... სხვა თარგმანი: „დასასრულიდან“ ()3. ეს იობშიც ითქვა: „შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა“ (). და სოლომონიც ამბობს: „ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა?“ (). ეს კი ამას არ ამბობს, არამედ სხვა საკვირველებას ამბობს. რომელს? იმას, რომ ჰაერი, თუმცა უფრო სქელია, მაღლა მიემართება და თვითონაც შეკავებულია; წყალი კი, სიმძიმის მიუხედავად, მაღლა ადის, საპირისპირო გზით მიმავალი.
საკვირველია თვით ისიც, რომ წყალი ჰაერში იკავება, მაგრამ ბევრად უფრო საკვირველია, რომ შეკავებული წყალი მსუბუქ ჰაერზეა ტარებული; და კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ რაც იმ ჰაერის მიერ იკავება, როცა ღრუბლიდან გადმოიღვრება, შემდგომ ჰაერში აღარ ჩერდება და აღარ იკავება, არამედ ყოველმხრივ იღვრება და მიწისკენ მიემართება....