...განდიდდნენ. რისთვის და რატომ? იმიტომ, რომ არა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებდნენ სიმდიდრეს, არამედ სხვათა ნუგეშისცემისთვის, გაჭირვებულთ ეხმარებოდნენ მათ საჭიროებებში და თავიანთ სახლს ყველა უცხოელისთვის აღებდნენ. მოისმინე, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი: „ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა?" (). და „უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა" (). და არა მხოლოდ ქონებიდან ეხმარებოდნენ გაჭირვებულთ, არამედ თავიანთი მფარველობითაც ზრუნავდნენ მათზე. „თუალი ვიყავ ბრმათაჲ", – ამბობს, – „და ფერჴი მკელობელთაჲ... და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე" (იობ 29:15, 17). ხედავ, რომ შევიწროებულთაც ზრუნავდა და ყველას ნაკლულებელი სხეულის ნაწილების ნაცვლად ემსახურებოდა? ამ მართალს ყველა უნდა მიბაძავდეს – მართალს, რომელმაც რჯულამდე და მადლამდე ასეთი დიდი სიბრძნისმოყვარეობა გამოიჩინა, და, ამასთანავე, არც მოძღვარი ჰყოლია, არც სათნო წინაპრები, არამედ საკუთარი მცდელობითა და საღი აზრით მივიდა ასეთ კეთილ ცხოვრებამდე. თითოეულ ჩვენგანს ბუნებაში ჩადებული აქვს სათნოების შემეცნება; და თუ ვინმეს არ სურს დაუდევრობით თავისი ბუნების კეთილშობილება დაღუპოს, ამას ვერასოდეს ვერ მოაკლდე...
იობი 31:34
33. თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული!34. რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი.35. ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.
იობი თავი 31