მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იობი 40:3

2. რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.3. მიუგო იობმა უფალს და უთხრა:4. აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.
იობი თავი 40
3. მიუგო იობმა უფალს და უთხრა:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთისმოსაობის გზა და წერილით გამტკიცება:

...ს; ამიტომ აქ მართალნი ჭირს ითმენენ: რადგან მწირნი არიან, რადგან უცხონი არიან, რადგან უცხო მხარეში არიან. ამრიგად, მართალნი ამას გამოცდისათვის ითმენენ; რადგან მოისმინე ღმერთის სიტყვა იობისადმი: „ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რადმე გამოგეცხადე შენ? არამედ, რათა გამოსჩნდე მართლად" ()? ხოლო ცოდვილნი, თუკი ოდესმე ასეთ რამეს ითმენენ, ცოდვების სასჯელს იხდიან.

ამრიგად, ყველაფერში მადლობა შევწიროთ ღმერთს — იქნება ასე თუ ისე, რადგან ორივე სასარგებლოა. არაფერს აკეთებს სიძულვილით და არც ჩვენგან ზურგშექცევით, არამედ ორივეს ჩვენზე მზრუნველობითა და ზრუნვით იქმს. ამბობს: „რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი" (). ესე იგი, ადრეული ასაკიდან საღმრთო წერილი ისწავლე. ღვთაებრივ წერილებს კი საღმრთო წიგნებს უწოდებს. მათში აღიზარდე, ამიტომ მათითაც მტკიცე რწმენა უნდა გქონდეს და არაფრით უნდა ზიანდებოდე....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლგ მოთმინებისათჳს განსაცდელთაჲსა და სახე იობისგან:

...შინის-ცემაჲ იყო, რომელ იცოდეს, ვითარმედ ღმრთისათჳს შეემთხუევის, რაჲცა შეემთხჳოს. გარნა იობ არა იცოდა, თუ საქმე იგი გამოცდაჲ იყო და ბრძოლაჲ. უკუეთუმცა იცოდა, ყოვლადვე არამცა შეჰრაცხა განსაცდელი იგი.

ამისთჳსცა ოდეს-იგი ჰრქუა უფალმან: „ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რაჲმე გამოგეცხადე შენ? არამედ რაჲთა გამოსჩნდე მართლად“, იხილე, ვითარ ერთისა მისთჳს სიტყჳსა ესრეთ განისუენა სულმან მისმან: შეურაცხ-ყო თავი თჳსი და ყოველივე იგი, რაჲ შემთხუეულ იყო, არარად შეჰრაცხა. ამისთჳს იტყოდა: „ჰამბვით მესმინა შენთჳს ყურთა ჩემთა პირველ, ხოლო აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავდენ და შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“.

ამას უკუე ესევითარსა სიმჴნესა, ამას ესევითარსა გონიერებასა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო, რომელნი-ესე შჯულსა ძუელსა და ახალსა სწავლულ ვართ, ვჰაბძვიდეთ პირველ ახლისა და ძუელისაცა შჯულისა ყოფილსა, რაჲთა საუკუნეთაცა სავანეთა ზიარ მისა ვიქმნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარები-თა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა