თარგმანი: სიყუარულად უწოდს სერობათა მათ, ვითარ-იგი მათ ჟამთა ერთბამად ისერებდიან მორწმუნენი ეკლესიათა შინა, რომლისათჳს მიუწერს პავლე კორინთელთა. ესევითართა მათ საეროთა ტაბლათა მორწმუნეთა თანა მივიდოდიან მწვალებელნი იგი, არა სულიერისა სიყუარულისათჳს, არამედ რაჲთა მოინადირნენ სულნი დაუმტკიცებელნი, შთავრდომად საცთურსა გმობისა და ბილწებისა მათისასა. და ამის პირისათჳს პეტრეცა განაქიქებს მათ მეორესა შინა კათოლიკესა თჳსსა, და აწ იუდა ერთჴმა არს მათ თანა, ვითარმედ განმჭრელად სამწყსოჲსა მივლენ არვედ ქრისტესსა, არცა ერთისა ვის მწყემსისა შიშსა ქუეშე მყოფნი იგი მწყემსნი თავთა თჳსთანი და მტერნი ქრისტეს ცხოვართანი.
იუდა 1:12
11. ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე.12. ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი;13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.
იუდა თავი 1