თარგმანი: დრტჳნვენ ამას, რამეთუ ვერ კადნიერებით ქადაგებენ თჳსსა მას სივერაგესა, და ვითარმცა ეგებოდა ურიდად მითხრობაჲ გმობათა და ბილწებათა მოძღურებისაჲ. ხოლო მაბრალობელ არიან სხუათა ჭეშმარიტებისა ამისთჳს, რაჲთა თჳსი იგი ტყუვილი სარწმუნო ყონ. და საქმით ბილწებასა ჰფარვენ სიტყუათა გარდარეულებითა. ამას თანა განსდრეკენ სამართალსა, რაჲთა შეიძინონ ქრთამი.
იუდა 1:16
15. რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი.16. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული.
იუდა თავი 1