მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:17

16. ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული.18. ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი.
იუდა თავი 1
17. თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული.
თავი ბ̂. ვაებაჲ მათი საცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმობისა და მოპოვნებულისა ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ, საყუარელნო, მოიჴსენენით სიტყუანი იგი წინაჲსწარ თქუმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა. რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა ჟამთა იყვნენ მოკიცხარნი, გულისთქუმისაებრ თჳსისა უღმრთოჲსა მავალნი (1,17-18).:

თარგმანი: ამათ პირთათჳს პეტრესსა მას მოაჴსენებს მეორისა კათოლიკისა წინაჲსწარმეტყუელებასა და კუალად პავლესსაცა მრავალგზის მოჴსენებასა წინა-მოსწავებით თქუმულსა ებისტოლეთა შინა თჳსთა, მწვალებელთა შემოსლვისათჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის