თარგმანი: საფუძველსა მას ზედა სარწმუნოებისასა კეთილთა საქმეთა მიერ ჯერ-არს დაშენებაჲ ჩუენი ხუროთმოძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და სუეტთა მიერ ლოცვისათა განმტკიცებად ნაშენებსა მას ჩუენსა. ხოლო სიყუარული სართულ ყოფად სულიერისა მის სახლისა ჩუენისა და მას შინა დამკჳდრებულთა მოლოდებად წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დიდებით მოსლვასა მისსა ცხორებად მორწმუნეთა მისთა.
იუდა 1:20
19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით.21. ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.
იუდა თავი 1