მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:22

21. ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.22. ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ.23. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც.
იუდა თავი 1
22. ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ.
თავი გ̂. განკრძალვისათჳს მათისა სარწმუნოებასა ზედა. წყალობისათჳს და კრძალვისა მოყუსისა, ცხორებისა და სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად, და რომელთამე იჴსნიდით შიშითა, და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით (1,22-23).:

თარგმანი: ესე არს შეუორგულებელი წყალობაჲ, რაჲთა არავის შევჰრაცხდეთ არა-ღირსად წყალობისა. არცა ვის განვსწირვიდეთ, არამედ რაოდენცა ვინ უფროჲს მიმოიტაცებოდის ყოვლისაგან ქარისა მოძღურებათაჲსა, ეგოდენ უმოსწრაფეს შევეწეოდით კეთილსა ზედა განმტკიცებად მისსა, და რომელთამე შიშითა საუკუნეთა ტანჯვათაჲთა ვასწავებდეთ და ვიჴსნიდეთ და ზოგად გამოტაცებითა ცეცხლისაგან ცოდვათაჲსა გამოვიჴსნიდეთ ცეცხლისაგან საუკუნოჲსა, რომლისა ნივთ არს მოქმედებაჲ ცოდვათაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის