თარგმანი: ესე არს შეუორგულებელი წყალობაჲ, რაჲთა არავის შევჰრაცხდეთ არა-ღირსად წყალობისა. არცა ვის განვსწირვიდეთ, არამედ რაოდენცა ვინ უფროჲს მიმოიტაცებოდის ყოვლისაგან ქარისა მოძღურებათაჲსა, ეგოდენ უმოსწრაფეს შევეწეოდით კეთილსა ზედა განმტკიცებად მისსა, და რომელთამე შიშითა საუკუნეთა ტანჯვათაჲთა ვასწავებდეთ და ვიჴსნიდეთ და ზოგად გამოტაცებითა ცეცხლისაგან ცოდვათაჲსა გამოვიჴსნიდეთ ცეცხლისაგან საუკუნოჲსა, რომლისა ნივთ არს მოქმედებაჲ ცოდვათაჲ.
იუდა 1:23
22. ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ.23. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც.24. ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე,
იუდა თავი 1