თარგმანი: თანად ჩუენ მორწმუნეთა განგუამტკიცებს და თანად მწვალებელთა შეაძრწუნებს. ჩუენ გუეტყჳს და გულოცავს, რაჲთა მტკიცედ შეკრძალვისათჳს წმიდათა წინაჲსწარმეტუელთა და მოციქულთა მიერისა სარწმუნოებისა მოღუაწე ვიქმნნეთ და არა უცხო გჳჩნდეს მათვე წმიდათა მიერ წერით წინა-მოსწავებული ესე მადლითა სულისაჲთა წინაჲთვე თქუმული შემოსლვაჲ აწვე დაშჯილთა მწვალებელთაჲ, რომელ არიან სიმონიანნი, რომელნი სახელ-იდებდეს სახელსა საღმრთოჲსა ამის ქადაგებისასა, რაჲთა მის ძლით შეიტყუვნენ კაცნი, ვითარცა მოძღუართა მიმართ, მისლვად მათდა, და ესრეთ მადლი ესე საღმრთოჲსა მოძღურებისაჲ გარდააქციონ მსგავსად გონებისა მათისა, ნაყროვნებად და არაწმიდებად, და წარტყუენნენ ცოდვად დედანი შეკრებულნი, რამეთუ რეცა იჩემიან ნიშთა და საიდუმლოთა რათმე მოქმედებაჲ, და მას შინა იქმოდიან საქმეთა აღრევისა და ბილწებისათა, და ესრეთ ორ სახედ უარჰყოფდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რამეთუ არა აღიარებდეს მას ღმრთად სრულად და კაცად სრულად, არამედ სხუად იტყოდეს ღმრთისაგან მამისა შობილსა და სხუად — ყოვლადწმიდისა ქალწულისაგან ჴორცშესხმულსა. და კუალად, ვინაჲთგან ბილწებით იქცეოდეს, ამის მიერცა ჴმამაღლად...
იუდა 1:4
3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ.4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.
იუდა თავი 1