თარგმანი: ვითარცა მეცნიერთა მიმართ მისწერს და მოაჴსენებს პირველად ამას, ვითარმედ არა სიტყჳსაებრ მწვალებელთაჲსა სხუაჲ და სხუაჲ არს, არამედ იგივე და ერთი ღმერთი არს ძუელისა და ახლისა შჯულისა მომცემელი, და კუალად ამას, რაჲთა ძუელთა სახეთაგან განვისწავლეთ და არა ვმაღლოოდით, ვითარმცა შემდგომად ქრისტეს სარწმუნეობად მოსლვისა არღარა შესაძლებელი იყო წარწყმედაჲ ჩუენი, ხოლო სახედ მოგუცემს ერსა ისრაელთასა, რომელნი-იგი, რაჟამს შეუვრდებოდეს ღმერთსა, იჴსნნა ეგჳპტით მონებისაგან ფარაოჲსსა, და რაჟამს განარისხეს უდაბნოს ზედა, დაყარა ძუალები ურჩთა მათ და ურწმუნო-ქმნულთაჲ. ეგრეთვე ჩუენ, ვითარ-იგი ვცხონდებით სარწმუნოებითა, ეგრეთვე კუალად წარვწყმდებით, რომელსაცა ჟამსა მოუქცეველად ურწმუნო ვიქმნნეთ..
იუდა 1:5
4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.5. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.
იუდა თავი 1