მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ქებათა-ქება სოლომონისა 4:7

6. ვიდრეღა სუნთქავს დღე და იძვრიან ჩრდილები, ავალ მურრის მთაზე და გუნდრუკის ბორცვზე.7. ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!8. წამო, ლიბანიდან, სძალო! წამო ლიბანიდან ჩემთან! წამოდი ამანას მწვერვალით, სენირისა და ჰერმონის მწვერვალით, ლომთა ბუნაგთაგან, ვეფხთა მთებიდან.
ქებათა-ქება სოლომონისა თავი 4
7. ყოვლად მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, და უბიწო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ეკლესიის სამკვიდრო და მშვიდი ვედრება:

...მისგან შეიტყობ. „რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ“ (). მოისმინე ეკლესიასტეც, რას ამბობს მის შესახებ: „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, და ბიწი არა არს შენ თანა“ (). გსურს ფეხებიც იხილო? „ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა“ ().

და სწორედ საკვირველი და გაოცებით სავსე ის არის, რომ, მას შემდეგაც, რაც იგი ამგვარად შეამკო, თავისი დიდების საჩვენებლად არ მოვიდა, რათა სილამაზის სიჭარბით არ განეცვიფრებინა იგი და გონს არ აერია; არამედ მოვიდა იმ სამოსლით შემოსილი, როგორიც სძალს ჰქონდა, რადგან „ეზიარა ჴორცითა და სისხლითა“ () მის მსგავსად; მას ზემოთ კი არ უხმობს, არამედ თვითონ მიდის მასთან, აქაც სიძის იმ წესს იცავს, რომელიც სიძეს სძალთან მიჰყავს. ამასვე ამბობდა მოსეც: **„ა...

სრულად ნახვა