მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:11

10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,12. სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;
კოლასელთა მიმართ თავი 1
11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,
თავი ბ̂. ლოცვაჲ მათთჳსვე სიბრძნისათჳს სულიერისა და მოღუაწებისა საქმეთა მიერ, და ძალისათჳს მოთმინებისა მადლობითურთ და თჳსებისა მისთჳს სიწმიდით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა, ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა, ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა (1,10-11).:

თარგმანი: ესე არს ღირსად ღმრთისა სლვაჲ, რაჲთა ყოველსავე შინა სათნო მისსა იყოს კაცი: სიტყუასა და საქმესა, მართლმადიდებლობასა და მართლმავალობასა საქმეთა შინა სათნოებისათა, რაჲთა არა ბოროტი ვითარცა კეთილი შეიწყნაროს, არცა მარჯუენითსა დაცემასა უგულისჴმო იყოს, მხოლოდ მარცხენითისა ოდენ კრძალვითა, რამეთუ, რომელსა აქუნდეს თესლი სარწმუნოებისაჲ, ჯერ-არს მისსა, რაჲთა აღმოაცენოს ნაყოფი საქმეთა კეთილთაჲ და სრულებაჲ შჯულთა მართლმადიდებლობისათაჲ შეამკოს კრძალულებით მუშაკობითა კეთილთა საქმეთაჲთა, და რაჲთა ყოველსავე შინა განძლიერდებოდის მტერთა მიმართ და განსაცდელთა წინა-განეწყობვოდის, ვითარცა შეჭურვილი სიმტკიცითა ღმრთისა დიდებისაჲთა, რომელ არს მხოლოდშობილი ძე, რომელი ყოველთა შორის მოქმედებს ნებასა მამისა თჳსისასა, და ზოგად ერთნებაობითა მისითა ადიდებს მას ყოველთა შორის, და მის თანა იდიდების ყოველთა მიერ, ვითარცა ერთარსი და მის თანა სწორი დიდებითა და პატივითა ღმრთეებისაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის