1.პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე -2.კოლოსეში მყოფი წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან.3.დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას,4.რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,5.ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,6.რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;7.როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;8.მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.9.ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,10.რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,11.ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,12.სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში;13.რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში,14.ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები;15.ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,16.რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.17.ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.18.ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,19.რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება,20.რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.21.და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი,22.აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე,23.მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.24.ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.25.ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, -26.საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის,27.რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,28.რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში;29.რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.
მოციქულისაჲ: პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).
გუაკურთხენ, მამაო.
ვინაჲთგან მრავალთა მიერ იბრძოლებოდეს კოლასელნი — ჰურიათა მიერ ჰურიაებად, და წარმართთაგან — მრავალღმრთეებად, ვითარმედ ღმრთისავე თანა, დიდისა და მიუწდომელისა, ანგელოზთაჲცა ჯერ-არს ღმრთად აღსაარებაჲ და თაყუანისცემაჲ, რამეთუ იგინი არიან შუამდგომელ და მიმყვანებელ ჩუენდა ღმრთისა მიმართ; ამისთჳს მოციქული თავსავე ზედა ესრეთ იწყებს, ვითარმედ: მე, პავლე, არა ანგელოზთა...
მოციქულისაჲ: ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა სულიერითა (1,9).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან გუესმა სარწმუნოებაჲ თქუენი და სიყუარული, არა დავსცხრებით შეწევნად თქუენდა ლოცვათა შინა ჩუენთა, და ვითხოვთ დამტკიცებასა თქუენსა ყოველსავე ზედა, რომლისათჳს ჯერეთ დაუმტკიცებელ ხართ და სრულ მისსა მიმართ, რომელსა ზედა არღა სრულ ხართ, რაჲთა ყოვლითა სიბრძნითა...
მოციქულისაჲ: რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ (1,14).
თარგმანი: რაჲთა არა, რაჟამს გესმოდის, ვითარმედ "მამაჲ მიმცვალებს სასუფეველად", უდარეს ჰგონო ძე მამისა, ამისთჳს პირველი საქმე ძესა განუკუთნა, და შემდგომი — მამასა, რამეთუ პირველი ესე იყო, რაჲთა გამომიჴსნნეს ცოდვისაგან, და საჴსარ განმართლებისა ჩუენისა ყოს სისხლი თჳსი, ვინაჲთგან, არათუმცა მოტევებულ იყვნეს ჩუენდა ცოდვანი, და გამოვეჴსნენით მონებისაგან ეშმაკისა, არამცა ღირს ქმნილ ვიყვენით შესლვად სასუფეველსა....
ესე ჰრომით მიუწერა. არა ეხილნეს იგინი, არამედ ასმიოდა მათთჳს, ხოლო მიზეზი ესე იყო, რამეთუ ვიეთნიმე ისწრაფდეს ცთუნებად კოლასელთა წინადაცუეთისათჳს, და ესე ცნა მოციქულმან და ამისთჳს მიუწერა ესე ებისტოლჱ.
პავლესი: ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა (1,16).
თარგმანი: მის-მიერსა დაბადებასა იტყჳს პირველსა მას დაბადებასა, ხოლო მისა მიმართ — ქრისტეს განკაცებითა ქმნილსა მას განახლებასა.
თარგმანი: რამეთუ იგი იქმნა დასაბამ მკუდრეთით აღდგომისა.
პავლესი: ამას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსება დამკჳდრებად (1,19).
თარგმანი: სავსებად ეკლესიასა იტყჳს, ვითარცა აღვსებულსა საღმრთოჲთა მადლითა. და მისთჳს იტყჳს, ვითარმედ სათნო-იყო ღმერთმან, რაჲთა დაემკჳდროს ქრისტე მას შინა, ესე იგი არს, რაჲთა მას შეერთოს და მისსა საფარველსა ქუეშე იყოს და ბრძანებათა შეუდგეს.
პავლესი: და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ (1,20).
მოციქულისაჲ: და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა; ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ, და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა (1,21-22).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მტერისა მიერითა მძლავრებითა, არამედ თჳთ ნებსითითაცა აღრჩევითა და ბოროტთა საქმეთა მიდევნებითა უცხო ქმნილ და მტერ ღმრთისა ვიყვენით კაცნი, და ამისთჳს — არა ღირს წყალობისა და დაგებისა, რამეთუ არა ხოლო ბოროტითა ნებითა,...
მოციქულისაჲ: აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ (1,24).
თარგმანი: მითვე სასოებითა სახარებისაჲთა უხარის მოციქულსა ჭირთა მათ ზედა, რომელნი მას შეემთხუევიან ქრისტესთჳს, რამეთუ რასა-იგი მოწაფეთა თჳსთათჳს თავს-იდებდა, იგი ყოველი ქრისტესდად მიიწეოდა, ვინაჲთგან იგი სახიერი განკაცნა ჩუენთჳს, იგუემა და ყურიმალსა იცა, ჯუარს-ეცუა და მოკუდა ცხორებისათჳს კაცთაჲსა. ამისთჳს პავლე სარგებელისათჳს ძმათაჲსა,...
...მცხოვრებნო თანამემამულენნო, ადიდეთ და „უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით“. (); და სასოებით „ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა ბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი სიყვარულის სამეფოში, რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება“ ().
მაშ, „შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი“. (თესალ. 1,58), რადგან
ქრისტე აღდგა!
გიხაროდეთ!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი 2019წყარო: http://patriarchate.ge/geo/სრულიად-საქართველოს-კათ-48/
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:
...ცოჲ იგი დაუბადებელი ბუნებაჲ ვითარმცა ვინ იხილა? ამისთჳსცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი არავინ იხილა, ვერცა ხილვად შემძლებელ არს“. გარნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე და ძესა არა? ისმინე მისივე პავლესი, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ხოლო უხილავისა ხატი უხილავივე არს, თუ არა, ვითარ იყოს ჭეშმარიტად ხატ მისა? ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი-იგი გამოჩნდა ჴორცითა“, რამეთუ გამოჩინებაჲ იგი ჴორცთაჲ იყო და არა ბუნებისა მის ღმრთეებისაჲ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა კაცთა მიერ ოდენ უხილავ არს, არამედ ანგელოზთა მიერცა, ამისთჳს დიდმან პავლე თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“, და მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „ეჩუენა ანგელოზთა“. ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან“ (24,36).:
...სანი. ხოლო სხჳთა ყოვლითავე ერთობაჲ იგი და სწორებაჲ წმიდისა სამებისაჲ განუყოფელ არს, და ამას შჯულიცა ბუნებითი გულისხმა-გჳყოფს, და წმიდანი წერილნი გუასწავებენ. რამეთუ იტყჳს მოციქული მხოლოდშობილისა ძისათჳს ღმრთისა, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ; ხატი არა თუ სახისა ჴორციელისაჲ, არამედ ღმრთეებისა და ყოველთა მათ დიდებულებისა ღმრთეებისათა, ხატი ძლიერებისაჲ, ხატი სიბრძნისაჲ, რამეთუ წერილ არს: „ქრისტე - ძალი და სიბრძნე ღმრთისაჲ“. ხოლო მეცნიერებაჲცა ნაწილი არს სიბრ-ძნისაჲ. აწ უკუე ვითარ ვინ იკადროს თქუმად, თუ სიბრძნესა ღმრთისასა მეცნიერებაჲ აკლს? ნუ იყოფინ ესე სიტყუაჲ ყოლადვე!
ანუ ვითარ მამამან, რომლისა მიერ შექმნნა საუკუნენი, ესე მცირე ნაწილი ჟამთაჲ - დღჱ იგი - არა აუწყა. დამბადებელი იგი ყოველთაჲ, „რომლისა მიერ ყოველივე იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა“, მცირესა ნაწილსა მის მიერ ქმნილთასა - დღესა მას აღსასრულისასა - ვითარმცა უმეცარ იყო. ნუ იყოფინ ესე, ნუ იყოფინ! არამედ ვითარცა ყოვლისავე დამბადებელმან და ყოვლისა მპყრობელმან ყოველივე უწყის და ყოველსავე მეცნიერ არს. ა...