მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:17

16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.17. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.18. ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს,
კოლასელთა მიმართ თავი 1
17. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.
თავი გ̂. ქრისტეს მიერ გამოჴსნისათჳს და დაბადებისა და განახლებისა, შეერთებითა ღმრთეებისაჲთა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველივე მის მიერ და მისსა მიმართ დაებადა, და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა (1,16-17).:

თარგმანი: აჰა ესერა, ქადაგა ძე მამისა თანადაუსაბამოდ და თანადამბადებელად, რამეთუ ყოველივე მის მიერ დაბადებულ არს არაარსისაგან, და მისა მიმართ დაებადების, რამეთუ მის მიერ იპყრობებვის და განეგებვის, და არს იგი ყოველთა წინა პირველ საუკუნეთა ღმრთეებითა. ხოლო ყოვლისავე მის მიერ დამტკიცებაჲ ითქუმის არა ხოლო შემოქმედობისა და მპყრობელობისათჳს ყოველთაჲსა, არამედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ქმნილისა ამისთჳს მის მიერ კუალად განახლებისა; არა ხოლო ჩუენისა, არამედ ყოველთავე ჩუენ ძლით განხრწნილთა, რომელნი ჩუენ თანავე განთავისუფლებად არიან ხრწნილებისაგან მადლითა მისითა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღმრთის საქმეთა ხსოვნა და დაცემულთა აღდგომა:

...ადამიანებზეც და ყოველ სხვა ქმნილებაზეც ზრუნავს. რადგან პავლემაც ეს იცოდა და ამბობდა: „რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ“ (). და კვლავ: „და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა“ (). და დავითიც ამბობს: „ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი მათი ჟამსა“ (). „მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რაჲ ჴელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა“ (); „ხოლო გარე-თუ-მიიქციი პირი შენი, შეძრწუნდიან“ (). და კვლავ: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (). და ესაიაც: „რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი“ (). და სათნოების შესახებაც ამბობს: **„არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუ...

სრულად ნახვა