თარგმანი: რაჲთა არა უდებ იქმნენ კაცნი კრძალულებით მოქმედებისაგან კეთილთა საქმეთაჲსა, ესმოდის რაჲ ზემო წარმოთქუმულ ესე მადლით სარწმუნოებისა მიერ განმართლებაჲ ქრისტეს მიერი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი, რაოდენი მან თავადმან თავს-იდვა თქუენთჳს, მაშინ სარგებელ გეყოს, უკუეთუ ეგნეთ მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა მისსა, დაფუძნებულად შენებითა კეთილთა საქმეთაჲთა; და არა სთქუათ, ვითარმედ: ყოველივე წარმართებაჲ ჩუენი უქმნიეს სიკუდილსა ქრისტესსა, და ჩუენ არღარას გჳჴმს ქმნაჲ. ამისთჳს უწყოდეთ, ვითარმედ მისი იგი პირველ ქმნულთა ბრალთა მოტევებაჲ შემდგომად ნათლისღებისა ჩუენისა ითხოვს კრძალულებით მოქალაქობასა, რაჲთა არა უჴმარ ვყოთ მისი იგი მადლით გამოჴსნაჲ ცოდვათაგან, კუალად პირველსავე ნათხევარსა მიქცევითა, არამედ უმეტესად განვიმტკიცოთ წყალობაჲ მისი, რაჟამს არასადაჲთ მივდრკებოდით სასოებისა მისგან სახარებისა, რომელ არს ქრისტე, ლოდი იგი თავსაკიდურთაჲ, და მარადის მოკიდებულ ვიყვნეთ მისდა, ვითარცა ასოჲ გუამისაჲ დამოკიდებულ არს თავსა, და მისა მიმართითა სასოებითა ვიყვნეთ აღმასრულებელ ყოველსავე ბრძანებასა სახარებისასა, რაჟამს უწყოდით, ვითარმედ: რომელმან-იგი...
კოლასელთა მიმართ 1:23
22. აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე,23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.24. ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.
კოლასელთა მიმართ თავი 1