თარგმანი: ჩუენ შორის ყოფაჲ ქრისტესი არარაჲთ სხჳთა ცხად იქმნების, თჳნიერ სათნოდ მისა მოქალაქობითა. ხოლო სასოებად დიდებისა უწოდს ქრისტესა, რამეთუ აღდგომითა მისითა გურწამს ჩუენიცა აღდგინებაჲ და ცხორებასა მიმთხუევაჲ მის თანა, რომელთა ჭეშმარიტებით გურწმენეს მისა მიმართ.
კოლასელთა მიმართ 1:28
27. რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,28. რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში;29. რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.
კოლასელთა მიმართ თავი 1