თარგმანი: ამისსა მიმართ არაოდეს განძღებოდა წმიდაჲ იგი და სანატრელი სული პავლესი, რამეთუ წყურიელ იყო, რაჲთა ერთბამად ყოველნი კაცნი მიიყვანნეს ქრისტესსა; და ამისსა მიმართ წინააღმდგომ და მბრძოლ იყვნეს მისსა ყოველნივე მტერნი, ხილულნი და უხილავნი, რომელთა მიმართ შრომასა და არა დაშრომასა, ყოველსავე ღუაწლსა და ბრძოლასა თჳსსა ღმერთსა მიაჩემებს, რაჲთა თავი თჳსი დაიმდაბლოს და უჩუენოს ყოველთა, ვითარმედ ნებაჲ და შეწევნაჲ ღმრთისაჲ აქუს მას მის თანა მოქმედად და განმაძლიერებელად ქადაგებასა მას შინა სახარებისასა.
კოლასელთა მიმართ 1:29
28. რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში;29. რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში.
კოლასელთა მიმართ თავი 1