მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:6

5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;
კოლასელთა მიმართ თავი 1
6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;
თავი ა̂. მადლობაჲ კოლასელთაჲ საკუთრებისათჳს ღმრთისა სასოებითა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი-იგი წინაჲსწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა, რომელ-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის (1,5-6).:

თარგმანი: პირველ ებისტოლისა ამის მიწერისა სიტყჳთ სმენილ იყო კოლასელთადა ქადაგებაჲ იგი მოციქულისაჲ, ესე იგი არს თხრობაჲ ძალსა ღმრთისა ქველისმოქმედებათასა, ხოლო ჭეშმარიტებასა იტყჳს მისთჳს, რაჲთა ამხილოს, ვითარმედ ჭეშმარიტებისა შეურაცხ-ყოფაჲ არავინაჲთ სხჳთ იქმნების, თჳნიერ წინააღდგომითა ტყუვილისაჲთა. ხოლო ყოველსა სოფელსა შინა მიმოგანფენითა სახარებისაჲთა უგულსმოდგინე ჰყოფს მათ ღმრთისმსახურებად, რამეთუ მრავალნი ჰყვანან მათ თანაზიარნი სარწმუნოებისანი; რამეთუ ძლიერებამან ქრისტესმან დაიმორჩილა სიმრავლე წარმართთაჲ, და განმრავლებითა მოწაფეთაჲთა ნაყოფიერ და აღორძინებულ ყო თესლი სიტყჳსაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის