მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:7

6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.
კოლასელთა მიმართ თავი 1
7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;
თავი ა̂. მადლობაჲ კოლასელთაჲ საკუთრებისათჳს ღმრთისა სასოებითა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვინაჲთ დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფროჲსგან, საყუარელისა ჩუენ თანა მონისა, რომელი-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი, რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა (1,6-8).:

თარგმანი: დიდ არს ქებაჲ მათი, რომელნი პირველ დღითგან, ვინაჲთგან მორწმუნე ქმნილ იყვნეს, მარადის აღმატებასა შინა იყვნეს, ვითარცა ჭეშმარიტებით მიმღებელნი მადლისა ღმრთისანი და განსწავლულნი ეპაფროჲსგან, რომელმან პირველად ქადაგა მათ შორის სიტყუაჲ ცხორებისაჲ, რომელსა აქებს მოციქული, რაჲთა უსარწმუნოეს ყოს წინაშე მათსა. ხოლო ქებაჲ იგი ორსახედ არს; რამეთუ პირველად ქრისტეს მიმართ სარწმუნო უწოდს მსახურებასა შინა მათდა მიმართ ქადაგებისასა, და მეორედ — მაქებელად და კეთილის მზრახვალად მათთჳს მოციქულისა მიმართ, რომელსა აუწყა სულიერი იგი და საღმრთოჲ სიყუარული მათი, ვითარცა ყოველსავე შინა მაქებელმან ქცევისა მათისამან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის