თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ უძლურებისა მათისათჳს მოშიშ არს მათთჳს, ამისთჳს ლავდიკელთაცა სახელსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: ზოგად თქუენთჳს და მთთჳს მოშიშ ვარ მე და ყოველთათჳს, რომელთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, და ესმას ჩემთა ამათთჳს ჭირთა და შრომათა, ნუუკუე შეირყინენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, ვითარ თუმცა დატევებით განსწირვიდა იგი ქადაგსა და მოციქულსა თჳსსა.
კოლასელთა მიმართ 2:1
1. მინდა იცოდეთ, რა გულმოდგინედ ვიღვწი თქვენთვის, ლაოდიკელთა და ყველა მათგანისათვის, ვისაც პირადად არც კი უხილავს ჩემი სახე;2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად,
კოლასელთა მიმართ თავი 2