თარგმანი: რაჲ არს საიდუმლოჲ მამისა და ძისაჲ, რომელნი-იგი ერთღმრთეება არიან, გარნა თუ ესე, რამეთუ ძემან განჴორციელებითა თჳსითა მოიყვანნა კაცნი მამისა; და ესე ყო თჳსსა ჟამსა, ოდეს-იგი უწყოდა, ვითარმედ მაშინ უმჯობეს არს, რამეთუ მის შორის არიან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და დაფარულნი მეცნიერებისანი, რომელნი-იგი არა ხოლო კაცთა, არამედ ანგელოზთაცა ბუნებასა ზეშთა-ექმნებიან. ამისთჳს ნუვინ ანგელოზთა მიერ ჰგონებს ცხორებასა ჩუენსა, არამედ ძისა მიერ, პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილისა, რომელ არს სიბრძნე და ძალი მისი.
კოლასელთა მიმართ 2:3
2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად,3. რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.4. ამას ვამბობ, რათა არავინ გაცთუნოთ შემპარავი სიტყვით.
კოლასელთა მიმართ თავი 2