📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს“ (3,31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს ცუდადმზუაობრობისა იგი სენი და მრავლითა ეკლითა სავსე და მჴეც ველურ და მრავალთავ, რამეთუ მოყუარეთა თჳსთა შეშჭამს. რამეთუ ვითარცა ჭიაჲ შეშჭამს, რომლისაგან იშვების, და გესლი რკინასა მას, რომლისაგან იქმნების, განჰლევს, ეგრეთვე ზუაობაჲ სულსა მას, რომელი ჰზრდის მას, წარსწყმედს. და ფრიადი მოსწრაფებაჲ გჳღირს, რაჲთა აღმოვჰფხურათ იგი ჩუენგან. რამეთუ იხილე აქაცა, რაოდენ ასწავა იოვანე მოწაფეთა თჳსთა, ამის სენისა მიერ შეპყრობილთა, და ძლით დაამშჳდნა, რამეთუ პირველთქუმულთა მათ ზედა იტყჳს აწ აღმოკითხულთაცა სიტყუათა, ვითარმედ: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: თქუენ იტყჳთ, თუ: შენითა წამებითა დიდ იქმნაო იგი. არამედ ესე უწყოდეთ: შეუძლებელ არს, თუმცა ზეცით მოსრული იგი მიწისაგანისა ამის მიერ იდიდა. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ყოველ-თა ზედა არს“, ამას მოასწავებს, ვითარმედ არა უჴმს მას სხჳსა წამებაჲ, არამედ კმა არს იგი თავისა თჳსისა მოწამედ, რამეთუ უზეშთაეს არს ყოველთასა. ხოლო „ქუეყანისად“ და „ქუეყანისასა მეტყუელად“ თავსა თჳსსა იტყჳს, არა თუ, რამეთუ იგი თჳსით თავით რასმე იტყოდა, არამედ ვითარცა ქრისტემან თქუა, ვითარმედ: „უკუეთუ ქუეყანისაჲ გრქუა თქუენ, და არა გრწამს“,1 და ნათლის-ღებასა იტყოდა „ქუეყანისად“, არა თუ, რამეთუ ქუეყანისაჲ არს, არამედ მიუწდომელსა მას შობასა მისსა თანა ქუეყანისაჲ არს; ეგრეთვე აქა იოვანე ქრისტეს სწავლასა თანა „ქუეყანისასა მეტყუელად“ უწოდა თავსა თჳსსა, ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემნი სიტყუანიო მისთა თანა მდაბალ და უნდო არიან, რამეთუ „ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი მის თანა არიან დაფარულნი“,2 ხოლო მე ქუეყანასა ზედა მყოფი ვარ და უღირსი მის თანა, რამეთუ იგი ზეცით მოსრულ არს. ესრეთ უკუე დაჰჴსნა ვნებაჲ მათი და მერმეღა იწყო უმაღლესთა სიტყუათა თქუმად ქრისტესთჳს კადნიერებით, რამეთუ პირველ ეკალნი აღმოჰფხურნა და ესრეთ დასთესა თესლი კეთილი და ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).
1 იოან. 3,12. 2 შდრ. კოლ. 2,3.
თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი და მაღალი სიტყუაჲ თქუა მისთჳს, და აწ კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, ვითარმედ: „რომელი იხილა და ესმაო“, და ესე სიტყუანი კაცობრივნი არიან. ხოლო მან არა თუ სმენითა და ხილვითა იცოდა, რაჲ-იგი იცოდა, არამედ ყოველივე ბუნებით აქუნდა, რამეთუ სრულად გამოსრულ არს წიაღთაგან მამისათა, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“.1 რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი იხილა და ესმა, მას წამებს“? გარნა რამეთუ ჩუენ ამათ ორთა საცნობელთა მიერ დავამტკიცებთ ყოველსა საქმესა, ხილვითა და სმენითა, და რომელი გუეხილვოს ანუ გუასმიოდის, იგი სარწმუნო არს ჩუენ მიერ, ეგრეთვე იოვანე ამას დაამტკიცებდა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „რომელი იხილა და ესმა“, ესე იგი არს, ვითარმედ არარაჲ მისთა თქუმულთაგანი ტყუვილ არს, არამედ ყოველი ჭეშმარიტ, რამეთუ არა უცნაურთა საქმეთა მეტყუელი არს, რაჲთამცა რაჲ არა იცოდა და მას იტყოდა, არამედ ყოველი რომელი უხილავს და იცის ჭეშმარიტებით, მას ასწავებს. რამეთუ თჳთცა უფალი რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „ვითარცა მესმის, ვშჯი“,2 და: „რაჲ-იგი მესმა მამისაგან, მას ვიტყჳ“,3 და რასაცა ესევითარსა იტყოდის, არა თუ ამისთჳს იტყჳს, რაჲთამცა ვცნათ, თუ სწავლაჲ უჴმს მას, რამეთუ ესე უკუანაჲსკნელი უღმრთოებაჲ არს, არამედ ამისთჳს იტყოდა მას ყოველსა, რაჲთა ვერარას იტყოდიან უღმრთონი ჰურიანი, თუ: არა ჭეშმარიტსა იტყჳ. რამეთუ ვინაჲთგან არა აქუნდა ამისთჳს გულისსიტყუაჲ, ვითარი ჯერ-იყო, ამისთჳს ზედაჲსზედა მამასა მოიყვანებდა მოწამედ და მრავალგზის წერილთაცა, და ამას ყოველსა უძლურებისათჳს მათისა იქმოდა. ხოლო სიტყუაჲ ესე იოვანესი ესევითარი არს, ვითარმედ: ჩემდა ჯერ-არს სმენაჲ მის მიერ თქუმულთაჲ, რამეთუ იგი ზეცით მოსრულ არს და გჳთხრობს, რაჲ-იგი მან მხოლომან იცის და სხუამან არავინ. და ამას მოასწავებს სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, თუ: „რაჲ იხილა და ესმა, წამებს“, ვითარმედ რაჲ-იგი მან მხოლომან უწყისო საიდუმლონი, მათ გუასწავებს. ხოლო სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა, ვითარმედ: „წამებასა მისსა არავინ მიიღებს“, არა თუ ამას მოასწავებს, თუ არავინ იპოვა ყოვლად მორჩილ მისა, - რამეთუ მოწაფენიცა ჰყვეს უფალსა, და სხუა-თაცა ჰრწმენა, - გარნა აქა სიმცირესა მას მორწმუნეთასა გამოაჩინებს; თუ არა, უკუეთუმცა ამას იტყოდა, თუ: ყოვლადვე არავის ჰრწმენა, ვითარმცა ეთქუა მეყსეულად, ვითარმედ: „რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33)? რამეთუ აქა თჳსთაცა მოწაფეთა ამხილებს, ვითარ არა ჰრწმენა, რომელთა-იგი ამისაცა შემდგომად არავე ჰრწმენა. და ესეცა საცნაურ არს მისგან: რაჟამს-
1 იოან. 10,15. 2 იოან. 5,30. 3 შდრ. იოან. 15,15.
იგი იყო საპყრობილესა, მიავლინნა მისა, რაჲთამცა ჰრწმენა, რომელთა ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ“.1 და ამისთჳს აქა ჰრქუა, ვითარმედ: „წამებასა მისსა არავინ მიიღებს“, ვითარმცა ეტყოდა: ნუ ჰგონებთ, თუ ტყუვილ რაჲმე არს სიტყუაჲ მისი, და ამისთჳს არა ჰრწამს მრავალთა. რამეთუ მას ყოველი რაჲ უხილავს, მას იტყჳს ჭეშმარიტსა. ხოლო ამას სიტყუასა სამხილებელადცა ჰურიათა იტყოდა, ვითარცა-იგი მახარებელმანცა დასაბამსა სიტყჳსა თჳსისასა თქუა: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“.2
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“ (3,33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: შეაშინებს მათ და გულისხმა-უყოფს, ვითარმედ რომელსა მისი არა ჰრწმენეს, არა თუ მას ოდენ, არამედ მამასაცა განარისხებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“ (3,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან „სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს“, საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰრწმენეს, ღმრთისაჲ ჰრწამს; და რომელი ურწმუნო იყოს, ღმრთისა ურწმუნო არს. ხოლო თუ „დაჰბეჭდა“, ესე იგი არს, ვითარმედ გამოაჩინა, „რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს“. აღაორძინებს შიშსა მას სიტყჳთა ამით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: შეუძლებელ არს ურწმუნოებაჲ მისი, უკუეთუ არა ტყუვილი ვინ დასწამოს მომავლინებელსა მისსა ღმერთსა, რამეთუ იგი ყოველსავე მისსა იტყჳს. ჰხედავა, ვითარ შეაშინნა, რამეთუ მათ ჯერეთ არად შეერაცხა ქრისტეს ურჩებაჲ, ხოლო ამან გამოაჩინა, ვითარმედ ღმრთისა შეურაცხ-ყოფაჲ არს მისი ურჩებაჲ. და მერმე თქუა სხუაჲცა სიტყუაჲ საზომისაებრ უძლურებისა მათისა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა ზომით მისცემს ღმერთი სულსა“ (3,34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად სიმდაბლისა კერძსა მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ თჳთოსახედ შესცვალებს მას, რაჲთა ესრეთ შესაწყნარებელ იქმნეს მსმენელთა მათ, რამეთუ უკუეთუმცა დიდი რაჲმე და მაღალი სიტყუაჲ თქუა ქრისტესთჳს, არა შეიწყნარებდეს. ამისთჳს მამასა მოიყვანებს შორის და ყოველსა მისთჳს იტყჳს, და ქრისტესთჳს ვითარცა კაცისათჳს ასწავებს.
ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „არა ზომით მისცემს ღმერთი სულსა“? გარნა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ჩუენ ყოველთა ზომით მოვიღეთ მადლი სულისაჲ. და რამეთუ „სულად“
1 მათ. 11,6; ლუკ. 7,23. 2 იოან. 1,11.
აქა მადლსა მას სულისა წმიდისასა იტყჳს, რამეთუ რომელი-იგი განიყოფვის წმიდათა ზედა და ჩუენ გუაქუს იგი ზომით, თჳთოეულსა თჳსისა საზომისაებრ, ხოლო ქრისტეს განუყოფელად აქუს, არა ზომით, არამედ სრულიად, ვითარცა არს ყოვლითურთ სული წმიდაჲ, თავსა შორის თჳსსა აქუს, რომლისა-იგი მადლი აურაცხელ არს და უფროჲს, და არსებაჲ მიუწდომელ. რამეთუ უკუეთუ მადლი მისი მიუწდომელ არს, არსებასამცა ვითარღა ვინ მისწუდა? და რომელსა-იგი ყოველი მადლი სულისა წმიდისაჲ სრულებით თავსა შინა თჳსსა აქუს და ყოველი ღმრთისაჲ იცის, ვითარ იჭუეულ ხართო და ურწმუნო მისა? რამეთუ არარას იტყჳს იგი, რომელიმცა არა იყო მამისა და სულისა წმიდისა. და ჯერეთ არარაჲ თქუა სიტყჳსათჳს ღმრთისა, არამედ მამისაგან და სულისა წმიდისა სარწმუნო-ყო სწავლაჲ თჳსი, რამეთუ მათ ესე იცოდეს, თუ ღმერთი არს და სული წმიდაჲ, დაღაცათუ არა ვითარცა ჯერ-არს, გარნა ძჱ ყოლად არა იცოდეს. ამისთჳს მამისა და სულისა წმიდისა მიმართ მიიყვანა სიტყუაჲ თჳსი და ესრეთ დაარწმუნნა თქუმულნი იგი. თუ არა, უკუეთუმცა არა მათისა უძლურებისათჳს იყვნეს სიტყუანი იგი, ფრიად უჯერო იყო ქრისტესთჳს ესრეთ თქუმაჲ, რამეთუ არა თუ ამისთჳს სარწმუნო იყო ქრისტე, რომელ სულისა წმიდისა მადლი აქუნდა, - რამეთუ მას არა თუ შეწევნაჲ უჴმს, არამედ თავადი თჳთ კმა არს თავისა თჳსისა, - არამედ იოვანე მათისა მის უძლურებისათჳს ეტყოდა ესრეთ.
ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა არა გამოუძიებელად თანაწარვჰჴდებოდით სიტყუათა წერილისათა, არამედ გულისსიტყუასაცა მეტყუელისასა და გონებასა მსმენელთასა და სხუასა ესევითარსა ყოველსა გამოვეძიებდეთ გამოწულილვით, რამეთუ არა თუ მოძღუარნი ყოველსა, ვითარცა ენებოს, ესრეთ იტყჳან, არამედ მრავალსა იტყჳან, ვითარცა გონებასა მას უძლურთასა მოჰვიდოდის. ამისთჳსცა პავლე იტყჳს: „ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა. ვითარცა ჴორციელთა სძჱ გაწოე თქუენ და არა მტკიცჱ საზრდელი“,1 რამეთუ არა თუ მას ვერ ეძლო სიტყუად, ვითარცა სულიერთა მიმართ, არამედ მათ ვერ ეძლო ტჳრთვად. ეგრეთვე იოვანეს ენება დიდთა მათ საქმეთა სწავლად მოწაფეთა თჳსთა, არამედ ვერ ეძლო მათ ტჳრთვად. ამისთჳს მდაბალთა მათ სიტყუათა შინა იქცევის.
1 შდრ. 1 კორ. 3,1-2.
სწავლაჲ ლ რაჲთა წერილთა ჯერისაებრ ვიჴმარებდეთ, და მართლისა ცხორებისათჳს
ჯერ-არს უკუე, რაჲთა წერილთა კეთილად და ჯეროვნად გულისხმა-ვჰყოფდეთ და ვიჴმარებდეთ, რამეთუ წერილნი საჭურველნი არიან სულისანი, არამედ უკუეთუ ვითარცა ჯერ-არს, ესრეთ არა შევიჭურნეთ მათ მიერ, არად სარგებელ გუეყვნენ; რამეთუ ჴორციელისაგან გულისხმა-ყავთ: უკუეთუ ვისმე აქუნდეს ჯაჭჳ კეთილად ქმნილი და ჩაფხუტი და ფარი და ლახუარი, და არა შეიმოსნეს საჭურველნი იგი ჯერისაებრ და წესისა, არამედ ჯაჭჳ შეიმოსოს ფერჴთა და ჩაფხუტი არა თავსა დაირქუას, არამედ პირსა უკუნიდვას, და ფარი არა მკერდსა მოიყრდნას, არამედ ფერჴთა მოიბას, ირგომცა რაჲმეა ამათგან? და არა უფროჲსად ევნოსა? გარნა არა თუ უძლურებითა მით საჭურველთაჲთა, არამედ გამოუცდელობისაგან თჳსისა, რამეთუ არა იჴმარნა, ვითარცა წესი იყო. ეგრეთვე წერილნი: უკუეთუ არა თჳთოეული სიტყუაჲ თჳსსა ადგილსა და წესსა ზედა ვიჴმაროთ, მათ თჳსი ძალი აქუნდეს, ხოლო ჩუენ არას გუერგნენ.
ამათ ესევითართა სიტყუათა მარადის გეტყჳ და არას სარგებელსა ვხედავ, არამედ ქუეყანისა საქმეთა შექცეულ ხართ და სულიერნი შეურაცხ-გიყოფიან. ამისთჳს მოძღუართა ჭეშმარიტებისათა არა აქუს ფრიადი ძალი, არამედ საკიცხელ ვართ ჰურიათა და წარმართთა. და უკუეთუმცა ყოველსავე ზედა უდებნი ვიყვენით, მაშინმცა არავე გუაქუნდა სიტყუაჲ, გარნა მცირედი რაჲმე მიზეზი იყომცა. ხოლო აწ სოფლისა საქმეთა შინა თჳთოეული მახჳლისა უმკუეთჱს არს, ხოლო სულიერთა ზედა ფრიადსა ვხედავ უდბებასა, რამეთუ გარეწარნი შინაგანად შერაცხილ არიან, და შინაგანნი ესე საქმენი - გარეწარად და გარეწარ-თაცა უშეურაცხჱს.
ანუ არა უწყითა, ვითარმედ ყოველნი ესე წერილნი არა თუ მაშინდელთა მათ კაცთათჳს ოდენ დაწერილ არიან, არამედ ჩუენთჳსცა სწავლად დაწერილ არიან, რომელთა ზედა აღსასრულნი ჟამთანი მოიწინეს,1 ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს. ამისთჳს ყოვლადვე ვიტყჳ და არავინ ისმენს, გარნა მე არავე დავსცხრე სიტყუად, და ესრეთ ღმერთმან მომცეს სასყიდელი. რამეთუ რომელი მორჩილთა ასწავლიდეს, აქუს მას ნუგეშინის-ცემაჲ - მსმენელთა მათ მორჩილებაჲ, ხოლო რომელი ზედაჲსზედა იტყოდის, და არავინ უსმენდეს, და იგი არავე დასცხრებოდის სიტყუად, უმეტესსა სასყიდელსა ღირს არს, რამეთუ ნებისათჳს
1 შდრ. 1 კორ. 10,11; რომ. 15,4.
ღმრთისა, დაღაცათუ არავინ უსმენდა, მან თჳსი აღასრულა. არამედ მე სურვიელ ვარ, რაჲთა თქუენცა სცხოვნდეთ, და ესე მაქუს დიდად სასყიდელად; და მწუხარე ვარ, უკუეთუ არა გამოიღოთ ნაყოფი. არამედ ღირსმცა ვართ ყოველნი გამოღებად ნაყოფთა სულიერთა და საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.