მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:11

10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,11. სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
კოლასელთა მიმართ თავი 3
11. სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე (3,11).:

თარგმანი: არა არს თუალთ-ღება წინაშე ღმრთისა. ამისთჳს ყოველთა თესლთაგან, სარწმუნოებად მოსრულსა, სწორებით შეიწყნარებს ქრისტე და სწორებით იწოდების მათ ყოველთა თავ და მაცხოვარ და ღმერთ და უფალ და მღდელთმთავარ და მსხუერპლ. და არს იგი ყოველსავე შინა მოქმედ ცხორებისა ჩუენ ყოველთაჲსა, რომელთა ოდენ ნებსით არა განვაშორნეთ მას თავნი თჳსნი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის