თარგმანი: ძუელ კაც ჩუეულ არიან წერილნი წოდებად დაძუელებულსა მას და დაყროლებულსა და მოუძლურებულსა ცოდვათა შინა, რომელი არა აღმოშობილ იყოს განახლებითა მით ქრისტეს მიერისა ნათლისღებისაჲთა, არამედ განუძღომელ იყოს მოქმედებისაგან ცოდვათაჲსა, მოუქცეველ ყოფითა მათ შინა. ხოლო რომელი სათნოებით მოქალაქობდეს, ესევითარი იგი დღითი-დღე განჭაბუკნების, რაჟამს განაახლებდეს ხატებასა კეთილად დაცვითა მისითა, რაჲთა შეუმწინკულებელ იყოს მისგან მის შორის დანერგული იგი მადლი ნათლისღებისაჲ, რომელ არს მსგავსებაჲ დამბადებელისა თჳსისაჲ.
კოლასელთა მიმართ 3:10
9. ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,10. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,11. სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.
კოლასელთა მიმართ თავი 3