თარგმანი: იხილე და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ, თანა-შეტყუებითა სიტყუასა მას უფლისასა, ვითარმედ: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მითვე მოგეწყოს თქუენ" (); რამეთუ რასაცა ზედა თავს-ვიდვათ მოყუასი, და რაჲცა რაჲ მიუტეოთ მას, ყოველივე ესე თავთა ჩუენთათჳს დაგჳუნჯებიეს, რაჲთა ნაცვალად მოვიღოთ თავს-დებაჲ და მოტევებაჲ ღმრთისა მიერ და კაცთაცა.
კოლასელთა მიმართ 3:13
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
კოლასელთა მიმართ თავი 3