მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:14

13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
კოლასელთა მიმართ თავი 3
14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (3,14).:

თარგმანი: ვინაჲთგან მიუტევის კაცმან მოყუასსა ბრალი, ხოლო შეიყუაროს არა, ამისთჳს სიყუარულითა განამტკიცებს ძჳრუჴსენებელობასა, რამეთუ თჳნიერ სიყუარულისა ვერ მტკიცე არს მიტევებაჲ იგი, რამეთუ სიძულილი კუალად-აგებს ძჳრისჴსენებასა, ხოლო სიყუარული სრულ-ჰყოფს ძჳრუჴსენებელობასა და შემოიღებს ყოველთა კეთილთა უხუებასა.

სააღდგომო ეპისტოლე 1996 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს

მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა მოიქეცით და იცოცხლეთ ()

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ესევდით მას ყოველი კრებული ერისაჲ. განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს ().

ღვთის შემწეობით ჩვენ განვლეთ მაცხოვნებელი დღენი დიდი მარხვისა, - ჟამი თვითჩაღრმავებისა და თვითანალიზისა, კიდევ უფრო ღრმად შევიცანით აზრი ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობისა, მისტიური და ღვთაებრივი შინაარსი მომხდარი მოვლენებისა და ჩვენი როლი ამ მოვლენებში. ჩვენს წინაშე ფრიად ძნელი ამოცანა დგას: ამ რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, ყოველივე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის