თარგმანი: არა კაცთმოთნებით, არცა ორგულებით, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა ამცნებს მეუღლეთა მოქალაქობად ურთიერთას, რამეთუ მას ესრეთ სათნო უჩნს, რაჲთა ცოლსა ეშინოდის ქმრისაგან, ხოლო ქმარსა —რაჲთა უყუარდეს ცოლი და არა განმწარდებოდის მისა მიმართ. და დაღათუ მცირედ ოდესმე შეჰრისხნეს, არამედ იგიცა ნუ სიძულილით და მყოვარჟამ განმწარებით, გარნა წუთჟამ, განმართვისათჳს ცთომილებისა.
კოლასელთა მიმართ 3:18
17. ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.18. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.
კოლასელთა მიმართ თავი 3