თარგმანი: ყოველთავე ამათ ზემოწარმოთქუმულთა ბეჭედ ყო სახელი სამგუამოვნისა წმიდისა სამებისაჲ, ვითარმედ: მის მიერ არს ყოველი მოცემაჲ ნიჭთაჲ, რამეთუ "მადლითურთ" თქუა სულისა წმიდისათჳს, და "სახელი უფლისა იესუჲსი აჴსენა, რაჲთა მას მოუწოდდეთ შემწედ ყოვლისავე საქმისა ჩუენისა, და მის მიერ ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მამასა, რომელმან თანაარსისა თჳსისა მოვლინებაჲ ყო საჴსარ გამოსაჴსნელ ტყუეობისა ჩუენისა, ვითარცა ბუნებით სახიერმან და კაცთმოყუარემან.
...ხილე, როგორ კვლავ მადლობის აღვლენით დაასრულა წიგნი და გვასწავლის, რომ მადლობის აღვლენა ჩვენი საქმეებისა და სიტყვების დასაწყისიცა და დასასრულიც უნდა იყოს. ამიტომ პავლეც ამბობს: „და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით... ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ“ (). ასევე ჩვენი ლოცვის შესავალიც აქედან იღებს დასაწყისს: „მამაო ჩვენო“-ს თქმა ხომ მათ ეკუთვნის, ვინც უკვე მიღებული ნიჭებისთვის მადლობს და ამ სახელით ყველა ამ ნიჭს წარმოაჩენს.
ვინც ღმერთს მამა უწოდა, შვილება აღიარა; ხოლო ვინც შვილება აღიარა, მან სიმართლე, სიწმიდე, გამოხსნა, ცოდვათა მიტევება და სულიწმინდის მონიჭება გამოაცხადა. რადგან ყოველივე ეს წინასწარ უნდა არსებობდეს, რათა ამგვარად ვეზიაროთ შვილებას და ღირსნი გავხდეთ, ღმერთს მამა ვუწოდოთ. მე კი მგონია, რომ ამ სიტყვებით კიდევ სხვა რამესაც მიანიშნებს: „მის წმიდათა შორის“ ნიშნავს: მისი წმინდანების გამო. მაშ, მადლობდეთ, რადგან მან ადამიანთა ცხოვრებაში ასეთი ცხოვრების წესი შემოიტანა, ან, უკეთ, ადამიანები ანგელოზებად აქცია....
.... კაცად-კაცადი უკუე, აღდგეს რაჲ ტაბლისაგან, ამათ სიტყუათა იტყოდენ გულისჴმის-ყოფით: „კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო“. რამეთუ ესე მოციქულისა მიერ განწესებულ არს, რომელი იტყჳს: „ყოველსავე, რასაცა ვიქმოდით სიტყჳთ გინა საქმით, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ვიქმოდით და ვჰმადლობდეთ ღმერთსა და მამასა მის მიერ“.
ხოლო მადლობაჲ იგი არა მის ოდენ დღისათჳს აღესრულების, რომელსა შინა ვიყვნეთ, არამედ ყოვლისავე ცხორებისა ჩუენისათჳს, რამეთუ ესრეთ იტყჳს გალობაჲ იგი: „რომელმან გამომზარდე მე სიყრმით ჩემითგან“.
და ესეცა სწავლაჲ არს ფრიადისა გულისჴმის-ყოფისაჲ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ჯერ-არს ზრუნვაჲ, ვინაჲთგან ღმერთი არს მზრდელი და მოღუაწე ჩუენდა. უკუეთუმცა მეფემან უქადა ვის მარადღე სამეუფოთა საგანძურთაგან მიცემად საზრდელისა, არამცა უზრუნველ იყოა იგი მინდობითა სიტყუასა მას მეფისასა? რავდენ უფროჲსად ჩუენ გჳღირს უზრუნველობაჲ, რომელთა-ესე ღმერთი მოგუცემს დღითი-დღედსა საზრდელსა. რამეთუ ამისთჳს მოღუაწენი იგი ესრეთ გალობენ, რაჲთა თავთაცა თჳსთა და მოწაფეთაცა მოძღურებისა მათისათა ასწაონ დატევებად ყოვლისავე სოფლიოჲსა ზრუნვისა. და რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა თავთა თჳსთათჳს ხოლო შესწირვენ მადლობასა მას, არამედ ყოვლისა სოფლისათჳს, ამისთჳს იტყჳან: „რომელმა...