თარგმანი: იხილე, ვითარ არა ხოლო ბუნებითად, არამედ საღმრთოჲთა ნებითაცა თანამდებ ჰყოფს შვილთა მორჩილებისა მშობელთაჲსა, რაჲთა არა ხოლო კაცობრივისა წესისათჳს, არამედ ღმრთისა მიერისაცა სასყიდლისათჳს ჰმორჩილობდენ მათ; ხოლო მამათა — არა განრისხებად შვილთა ესრეთ ეტყჳს, რაჲთა არა რაჟამს სწავლისათჳს ჰრისხვიდენ, უმეტეს ზომისა განრისხებითა მრისხანე და მბრძოლ ყვნენ იგინი; ხოლო ამათცა და მეუღლეთაცა ყოველსავე შინა მას ზედა ეტყჳს ურთიერთას მორჩილებად, რომელსა შინა არარაჲ იყოს სავნებელი სულისაჲ და წინააღმდგომი უფლისაჲ.
19. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.20. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს.21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.
კოლასელთა მიმართ თავი 3