მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:21

20. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს.21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.
კოლასელთა მიმართ თავი 3
21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.
თავი ი̂. სახლეულთა და თჳსთა ურთიერთას სიყუარულით ცხორებაჲ, და თითოსახე სწავლაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა იურვოდინ (3,20-21).:

თარგმანი: იხილე, ვითარ არა ხოლო ბუნებითად, არამედ საღმრთოჲთა ნებითაცა თანამდებ ჰყოფს შვილთა მორჩილებისა მშობელთაჲსა, რაჲთა არა ხოლო კაცობრივისა წესისათჳს, არამედ ღმრთისა მიერისაცა სასყიდლისათჳს ჰმორჩილობდენ მათ; ხოლო მამათა — არა განრისხებად შვილთა ესრეთ ეტყჳს, რაჲთა არა რაჟამს სწავლისათჳს ჰრისხვიდენ, უმეტეს ზომისა განრისხებითა მრისხანე და მბრძოლ ყვნენ იგინი; ხოლო ამათცა და მეუღლეთაცა ყოველსავე შინა მას ზედა ეტყჳს ურთიერთას მორჩილებად, რომელსა შინა არარაჲ იყოს სავნებელი სულისაჲ და წინააღმდგომი უფლისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის