თარგმანი: მონება რაჲ ჰრქუა, ნუგეშინის-ცემაჲ დაჰრთო ჴორციელთა უფალთა სახელის-დებითა; ესე იგი არს, ვითარმედ: უფალნი ეგე თქუენნი ჴორცთა ხოლო თქუენთა არიან უფალ; ვინაჲცა თქუენ შეუცვალებელად გაქუს ქრისტეს მიერი აზნაურებაჲ სულთა თქუენთაჲ, მხოლოდ ოდენ საქმესა მას ჴორციელისა მონებისასა ნუ კაცთა საჩუენებელად მაშინ ოდენ იქმთ, რაჟამს უფალნი თქუენნი ზედა-გხედვიდენ, არამედ ყოვლისავე მხედველთა თუალთა ღმრთისათა განეკრძალენით, რაჲთა არა მიგჴადოს პატიჟი ორგულებისაჲ. ესრეთ იოტებს მათგან არა ხოლო ორგულებასა, არამედ უქმებასაცა, რაჟამს უფლისა ყოველთაჲსა მსახურებად უწოდა საქმესა მათსა.
კოლასელთა მიმართ 3:22
21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.22. მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.23. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.
კოლასელთა მიმართ თავი 3